21-05-2021
მიმდინარეწ წლის 22-23 მაისს, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
სხვადასხვა თემებთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები.
22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს - ქალაქ ზუგდიდში.