გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ

23-05-2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები.

“რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.