გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირველად საქართველოში, დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება

25-05-2021

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს.

ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას.
ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის, პირველადი ინფრასტრუქტურის განთავსება.

,,იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რაც სახელმწიფოს და ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. 2015 წელს, საქართველოში, სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა. შედეგად, დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, მზად არის ახმეტაში 3 ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა და დედოფლისწყაროში ვაშლოვანის რეზერვატის შექმნისთვის იუნესკოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატები დაამკვიდრებს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების კარგ პრაქტიკას, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყეების მდგრადი მართვის და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით’’, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.