გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ევროპა ნოსტრას პრიზი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო

25-05-2021

ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ევროპა ნოსტრას პრიზი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook"-ში წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდ „ქართუსთან" და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.

„დღეს ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო/ევროპა ნოსტრას პრიზი, ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროგრამის საერთაშორისო აღიარების შემდგომ, ამჯერად უკვე ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო. ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილი სანომინაციო განაცხადი გახდა კონსერვაციის კატეგორიის ერთ-ერთი გამარჯვებული სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც სამაგალითო მიღწევებად დასახელდა.

უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ფონდ „ქართუსთან" და იტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, ჩვენმა მთავრობამ დროის მოკლე ინტერვალში უზრუნველყო კლდეში ნაკვეთი კომპლექსის სტრუქტურული მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.

წარმატებულმა საპილოტე პროექტმა საფუძველი ჩაუყარა "კლდეში ნაკვეთი მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სხვა მსგავსი ძეგლების გადარჩენას"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.