გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზაზა გაბუნია გორის მერთან ერთად ხურვალეთში მდებარე მოხუცთა სახლს ესტუმრა

29-03-2018

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად  ხურვალეთში მდებარე მოხუცთა სახლს ესტუმრა.

 

 

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველას ვინც სახლის ბენეფიციარების მიმართ მზრუნველობას იჩენენ.

  

თავშესაფარი ,,სახლი საზღვრებს გარეშე“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერაა მხარდაჭერილი და სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მხარდაჭერის საფუძველზე ე.წ გამყოფი ხაზის სოფლების - ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების ხანდაზმულები სარგებლობენ შინმოვლის, დღის ცენტრისა და სათემო 24 საათიანი მომსახურებით.

 

დღეისათვის თავშესაფარი 40 ბენეფიციარს ემსახურება, მათ შორის 8 თავშესაფარში ცხოვრობს, ხოლო 32 - მომსახურებას ოჯახში იღებს.

 

 

თავშესაფარი, სახელწოდებით ,,სახლი საზღვრების გარეშე" 2016 წელს გაიხსნა. პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.