გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩატარდა

28-05-2021

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში.

GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების ფაზის წვრთნების მთავარი ამოცანა მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ერთად სინქრონული მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება იყო. ქვეითთა ბატალიონს მხარს სატანკო ოცეული, სნაიპერების ორი გათვლა, საცეცხლე და საინჟინრო ათეული უჭერდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.