გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სკოლებში კოვიდ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა დაიწია

29-05-2021

სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია როგორც მოსწავლეებში, ასევე, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებში.

კერძოდ, 22-28 მაისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 50 სკოლა და 131 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს,მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 129.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

მკაცრად დაცული რეგულაციები, სამინისტროს მხრიდან მუდმივი მონიტორინგი, სკოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილე, პედაგოგთა მუდმივი ტესტირება და ვაქცინაცია მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება.