გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პარლამენტში რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე იმსჯელეს

31-05-2021

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამწვანების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანსპორტო პროექტებზე.

„კოვიდ პანდემიის გამო მუნიციპალიტეტში გარკვეული გამოწვევებია. ვფიქრობთ, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობით და სხვადასხვა აქტივობებით შევძლებთ ამის მოგვარებას", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის მერი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ აუცილებელია კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა განსაკუთრებით სამრეწველო სექტორთან", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოე მეგრელიშვილმა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების, ნინო ლაცაბიძის და ალექსანდრე დალაქიშვილის ინციატივით გაიმართა.