გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თანამედროვე აგრორეგიონის პროექტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

31-05-2021

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა თანამედროვე აგრორეგიონის პროექტზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონული განვითარება მომავალში დიდწილად იქნება დაკავშირებული აგრარული სექტორის განვითარებასთან, ამიტომ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში ინიცირდება აღნიშნული სამუშაო ჯგუფი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად ისახავს ერთ-ერთი საპილოტე რეგიონის მაგალითზე ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც აგრარული სექტორის განვითარების ბაზისზე ყველა სხვა დაკავშირებული სექტორის თუ მიმართულების განვითარებას გულისხმობს.

სამუშაო ჯგუფის საბოლოო დასკვნის შედეგად, კონკრეტული რეკომენდაციები გაიცემა შესაბამისი სამინისტროების მიმართ, რომელთა განხორციელებამ ხელშესახები ეფექტი უნდა მოიტანოს საპილოტე რეგიონის განვითარებისთვის.