კვირა, ივნისი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
კახა კუჭავა: პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას

31-05-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამართალდამცავებს პოლიციის დღე მიულოცა და მათი პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან ლამაზი ღონისძიება - იმ ადამიანების დაჯილდოება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყოველდღე ცდილობენ და ეს გამოსდით კიდეც, რომ დაიცვან მართლწესრიგი და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ერთის მხრივ, მარტივი მოსასმენია, რომ მათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანი გადაარჩინეს, ბავშვი გადაარჩინეს, მეორეს მხრივ კი უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდია ჩვენი გმირი პოლიციელების, მაშველების, 112-ის თანამშრომლების წვლილი და როლი იმაში, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და ჰქონდეს ისეთი მართლწესრიგი, როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს მოქალაქეებს" , - განაცხადა კახა კუჭავამ.