გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი სამუშაო ჯგუფებში ვერ იქნება, ვიდრე ისინი გონივრულ ვადაში ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს

31-05-2021

„ნაციონალური მოძრაობა“ რეგლამენტის შესაბამისად იქნება ჩართული საპარლამენტო დისკუსიებში, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე ისინი ხელს არ მოაწერენ გონივრულ ვადაში მიშელის დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საუბარია სამუშაო ჯგუფებზე, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე მსჯელობენ.

„რაც შეეხება ე.წ. „ფაუერშეარინგს“, აქ საუბარი იყო კომიტეტებისა და დელეგაციების გადანაწილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან, ამაშიც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ გონივრულ ვადაში მათი მხრიდან ხელი არ მოეწერება მიშელის დოკუმენტს. ეს არის ძალიან მარტივი რამ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, „როდის ამოიწურება ეს გონივრული ვადა, ამას გაიგებთ ჩვენგან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.