გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო წილოსანი: როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას

31-05-2021

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების პოლიტიკა შესაძლოა, გადაიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში განიხილა, რომელსაც მაუწყებელი უახლოეს სესიაზე წარადგენს და დეპუტატები მათ მწვავე კითხვებს დაუსვამენ. წილოსანმა აღნიშნა, რომ პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ, ხომ არ არის მიზანშეწონილი გადაიხედოს მაუწყებლის დაფინანსების საკითხი.

მისი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც საქართველოს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულმა სტრუქტურამ 2020 წლის ანგარიში და ხარჯებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია წარადგინა.

„ვიცით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან. ამდენად, კომიტეტი აქცენტს აკეთებს ამ თანხების ხარჯვის მიზნობრიობასა და გონივრულობაზე. იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო უამრავი ადამიანი მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებშია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯები საკმაოდ მწვავედ დგას, ვფიქრობ. მათი ანგარიშიდან ჩანს, რომ გაუხარჯავ თანხებთან გვქონდა საქმე წლის ბოლოს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების პოლიტიკა გადაიხედოს და ამ ჭრილში განვიხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ხარჯები ადეკვატური იყოს იმ ხარჯებთან, რომელიც მას აქვს და რეალურად ეწევა“, - განაცხადა წილოსანმა.