გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ვინაიდან ჩვენი ამოცანა ერთია - ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან

31-05-2021

„ჩვენ ნამახვანი ჰესის საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო. „ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე - 12 თვის განმავლობაში არ აშენდება ძირითადი ნაგებობა და ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთ პლატფორმად აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს ჩართულობა დაასახელა. მისი თქმით, საბჭოს თავმჯდომარე პირადად მალე ეწვევა საქართველოს. „ევროკავშირი თავისი სტრუქტურებით ხშირად გვეხმარება მედიაციაში და ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკაა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა დიალოგისთვის.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროექტს, აქვთ გულწრფელი კითხვები და არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ამასთან, ჩვენც, მთავრობა მოწადინებული ვართ, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, შესრულდეს ეს პროექტი კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით. ვინაიდან, ორივე მხრიდან ამოცანა ერთია - ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან," - განაცხადა ნათია თურნავამ.