29-03-2018
მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა. ჯიპის ტიპის 6 სპეცმანქანა სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდა. დღეიდან, ქედას, შუახევსა და ხულოს 2-2 სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ჯიპის ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანითაა შევსებული. ამათგან 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი.