გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა და ამ მიმართულებით გერმანიის როლი გადამწყვეტია

1-06-2021

პარლამენტმა დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს მოუსმინა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან დგას საქართველოს გვერდით. მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება და ორივე ორგანიზაციაში გერმანიის როლს და გერმანიის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიპლომატმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან გერმანიის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე და ამ გზაზე გერმანიის როლზე.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში. თქვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორობის აღიარება დიდი მოტივაციაა, იმისთვის რომ ჩვენი როლი შევასრულოთ ამ ურთიერთობებში. საქართველო არის გერმანიისგან აღიარებული და დაფასებული მნიშვნელოვანი პარტნიორი", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.