გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2016 წლიდან 2020 წლამდე მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად - 489%-ით გაიზარდა

1-06-2021

მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში მაღალია და 94%-ს შეადგენს. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიშშია საუბარი.

2020 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა 197 მლნ გიგაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით არის გამოწვეული, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა.

2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკი ჯამურად 489% -ით გაზარდა, საშუალო წლიურმა ზრდამ კი 56% შეადგენა.

2020 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 85% 4G ტექნოლოგიაზე მოდის, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა. 2020 წელს 3G-ის მოხმარებამ 15%, ხოლო 2G – 0.2% შეადგინა.