გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყაჩაღობის მცდელობა გორში - ლომბარდის თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო

29-03-2018

ყაჩაღობის მცდელობა გორში - ქალაქის ცენტრში ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს. არსებული ინფორმაციით ლომბარდის თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა შეძლო. პოლიციელების ადგილზე მისვლამდე თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ ლომბარდის მიმდებარედ არსებული მაღაზიების მფლობელები. შესაბამისად თავდამსხმელის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შესახებ დეტალები უცნობია.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სასჯელი  5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"რუსთავი2"