გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი - უპირველეს ყოვლისა არის ბავშვის ინტერესი, მთავარია მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა

4-06-2021

„უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის პანსიონში შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პანსიონში არიან სოციალური მუშაკები რომლებსაც ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან.

"მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალები მუშაობენ აქ, სოციალური მუშაკები არიან დღეს, რომლებიც დარჩებიან ამ პანსიონში და ხვალაც ექნებათ შეხვედრები და ზოგადად, ეს დღეები იქნებიან ბავშვებთან ერთად. ჩვენც შევხვდით ბავშვებს, ვესაუბრეთ მათ, მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ უპირველეს ყოვლისა, არის ბავშვის ინტერესი, ბავშვების ინტერესში ახლა არის, რომ მშვიდ გარემოში მოხდეს მათი მდგომარეობის შესწავლა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.