გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბექა დავითულიანი: მე და ჩემი კოლეგა შალვა პაპუაშვილი დავრჩებით ნინოწმინდაში, ვიმუშავებთ, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

4-06-2021

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ხვალ შეხვედრები გაგრძელდება - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა პანსიონში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში რაც სჭირდებათ ბავშვებს, ეს არის სიმშვიდე და სტრესული გარემოს მოხსნა და ამის საშუალება უნდა მივცეთ ყველამ ერთად.

„შიგნით არიან სოციალური მუშაკები, არის ფსიქოლოგი. ისინი დღეს ღამე დარჩებიან აქ. მე და ჩემი კოლეგა, შალვა პაპუაშვილიც დავრჩებით ნინოწმინდაში და ხვალ კიდევ, მეუფესთან, სასულიერო პირებთან, აღსაზრდელებთან და პერსონალთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს სრულად დაცული. ეს არის ყველას პირველადი მიზანი და ამოცანა“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.