გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

4-06-2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანსიონატში უკვე მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

„ეს საკითხი, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, თუმცა განათლების სამინისტროს მხრიდანაც მიმდინარეობს მონიტორინგი და ჩვენი კომიტეტი იქნება ამ საკითხში ჩართული",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესებზე მომუშავე ნებისმიერი ინსტიტუციის და ნებისმიერი ორგანიზაციის მანდატი იქნეს აღსრულებული",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა მზაობა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთონ საკითხის მოგვარების პროცესში.