გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა

5-06-2021

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას ახლციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

დასუფთავების აქციაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები და ცენტრალური საავტომობილო გზისპირები.

აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს აბასთუმნისა და ახალქალაქის გზატკეცილების, საბარგო სადგურისა და სოფელ მინაძის მიმართულებით არსებული გზისპირები, ასევე ახალციხის ციხის, რაბათის ტყის, ხელოვნური ტბისა და სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიები.

5 ივნისს, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, ასევე საზოგადოების აქტიურ ჩართვას გარემოს მდგრადი განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში.