გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალგეთის ეროვნულ პარკში, საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტოგამოფენა გაიხსნება

6-06-2021

მიმდინარე წლის 7 ივნისს, 11:00 საათზე, ალგეთის ეროვნულ პარკში და კორეის ქალაქ ვონჯუში საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტოგამოფენა გაიხსნება.

გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, საქმეთა დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი, საქართველოს საგარეო სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ კორეასთან ტურიზმის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება და იმ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორ ქვეყანას დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით აქვს.

გამოფენის დათვალიერება ვიზიტორებს 2 კვირის განმავლობაში, 21 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.