გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფელ საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30-03-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი გზის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. 

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 67 9946 ლარს შეადგენს. ხიდის სიგრძე 136, ხოლო სიგანე 10.66 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"