გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სიღნაღის მერიაში ხელფასების ზრდას აპროტესტებენ

30-03-2018

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების ზრდას აპროტესტებენ. ოპოზიციონერები საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ, დღეს დაგეგმილ სხდომაზე გადაწყვეტილება შეცვალოს. 

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე თანამდებობრივი სარგოს ზრდა მიუღებელია.

”მაშინ როდესაც გამუდმებით იკარგება სამუშაო ადგილები და პენსიონრებისთვის ლარითაც კი არ გაზრდილა პენსია, როდესაც ქვეყანაში ყოველი მეექვსე ადამიანი იკვებება ვალით და ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, გაძვირდა კომუნალური გადასახადები, საწვავზე გაიზარდა ფასი, აი აქ, სიღნაღში აპირებს მერია ხელფასების ზრდას. მე ვფიქრობ, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ მოუმატონ ხელფასი ”ქართული ოცნების” აქტივისტებს", - ნიკა მელია.

სიღნაღის საკრებულოში დღეს, 15:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც 50-მდე თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდას განიხილავენ. 

"ინტერპრესნიუსი"