გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მერია 2018 წელს 9 სოციალურ პროექტს დააფინანსებს

30-03-2018

გორის მერია 2018 წელს 9 სოციალურ პროექტს დააფინანსებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, პროექტებს შორის 2 ახალი სოციალური ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებენ ხანდაზმულთა ადაპტაციას არსებულ გარემოში და მათ მომსახურებას დღის ცენტრებით. 

მათივე ინფორმაციით, დაფინანსებულ პროექტებს შორისაა, ასევე, გორის მუნიციპალიტეტში გასული წლების განმავლობაში მიმდინარე ისეთი სოციალური პროექტებიც, როგორიცაა მოხუცებულთა შინმოვლის პროგრამები, მათი უზრუნველყოფა დღის ცენტრებითა და სოციალური სამრეცხაოთი, სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრითა და საზაფხულო ბანაკით მომსახურება, სარეაბილიტაციო ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის და მათი კვების უზრუნველყოფა და სხვა.

გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტებით გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 500-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

„პროექტები თანაგადახდის პრინციპით სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან დაფინანსდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 202 000 ლარი გაიხარჯება. მერიაში სოციალური ინიციატივების წარდგენა და თანადაფინანსების მიღება შეუძლია საბიუჯეტო, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს (საბავშვო ბაგა-ბაღები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა.შ.), არარეგისტრირებულ კავშირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტები შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, განიხილება მერიაში არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ და მათი სარგებლიანობიდან გამომდინარე მიიღება დაფინანსების გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

"ინტერპრესნიუსი"