გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2021 წლის ზაფხულში ჩასატარებელი გამოცდების დაწყებამდე ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო ჯგუფის წევრებთან ერთად საორგანიზაციო დეტალები განიხილა

14-06-2021

ქვეყანაში ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების დაწყებამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან ყველა ის საორგანიზაციო დეტალი განიხილა, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ და პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო საორგანიზაციო ჯგუფს მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც საგამოცდო პროცესში ჩართულ ყველა უწყების წარმომადგენელს შეხვდა და გამოცდების სამზადისზე ინფორმაცია მოისმინა. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად შექმნილ საორგანიზაციო ჯგუფში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგარდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ამასთანავე თელასის, ენერგო-პრო ჯორჯიას, მაგთიკომისა და სქაიტელის წარმომადგენლებიშედიან, რომლებიც გამოცდების მიმდინარეობის პროცესს გაუწევენ ზედამხედველობას.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა უწყებამ სრული მზადყოფნა დაადასტურა, რომ გამოცდები მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული.

ხაზგასასმელია, რომ მინისტრის მოადგილე,ჯგუფის წევრებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკითხზე, თუ როგორ მოხდება კოვიდ-დადებითი აბიტურიენტებისსაგამოცდო პროცესში მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოება დეტალურ ინფორმაციასმიიღებს.

გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ყველა საგამოცდო ცენტრის აღჭურვა თითქმის დასრულებულია. წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელთაგან 11 თბილისში, 3 ქუთაისში, 3 ბათუმში, დანარჩენი კი ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოშია განთავსებული.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.