გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა

14-06-2021

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ არამედ რაღაცამ.

მისივე თქმით, გახარიას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო.

„განცხადებები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ჩემი და გუნდის სხვა ლიდერების განცხადებები არის გუნდურობის საუკეთესო გამოხატულება, როდესაც ხარ კონკრეტული გუნდის წევრი, შენ გმართებს შენი გუნდის დაცვა და შენი თანაგუნდელების სათანადოდ წარმოჩენა, ეს არის გუნდურობის მაგალითი. მაშინაც არსებობდა გარკვეული კრიტიკული კითხვის ნიშნები. იყო გარკვეული საკითხები, ამაზეც შემიძლია დეტალებში მოგვიანებით ვისაუბრო. რაც შეეხება თვითონ იმ ბრალდებას, რომელიც თქვენ მოისმინეთ უკვე მოგვიანებით ეს გაჟღერდა 17-18 თებერვლის შემდეგ, ანუ რაც შეეხება ღალატს, პრობლემა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეს უკავშირდება 17-18 თებერვალს და ის განცხადებები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ, გაკეთდა მანამდე, როცა ჩვენ ვიყავით ერთიანი გუნდის წევრები და ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები. გიორგი გახარიას მიმართ, ჩვენ არამარტო საჯაროდ გამოვირჩეოდით ასეთი შეფასებებით, არამედ, ჩვენ მაქსიმალურად ვამაგრებდით მას, როგორც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს, მერე პრემიერ მინისტრს. თქვენ გახსოვთ, რომ მას ქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ და გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი იმიჯი რადიკალურად შემოტრიალებულიყო. ეს არ იყო მარტო საჯარო განცხადებები, ამას ვაკეთებდით ჩვენ გუნდის შიგნით. მე შემიძლია გარკვეული დეტალებიც კი გაგიმხილოთ, გუნდის შიგნით დისკუსიების 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, რაღაც მომენტში, თუმცა რაღაცამ შემდეგ შეცვალა ეს გადაწყვეტილება, არა ვიღაცამ არამედ რაღაცამ. რამ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამის დროც გარკვეულ მომენტში დადგება. რაღაც ფაქტორი იყო, გარე ფაქტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. მასთან იყო დაკავშირებული ეს ფაქტორი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.