შაბათი, ივნისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა

15-06-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა IPRM-ის შეხვედრაზე მკაცრად დააყენეს უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი.

საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენდა. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობები უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და მუდმივ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო აქტივობების დაუყოვნებელი შეწყვეტა.