გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იუსტიციის სამინისტრო სტუმრებს „სოხუმსა" და „ცხინვალში" უმასპინძლებს

19-06-2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახებს სოხუმის და ცხვინვალის სახელები მიენიჭა. რატი ბრეგაძის პირადი ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელები უწყებაში სწორედ იმ ოთახებს მიენიჭა, სადაც სამინისტროს ქართველი და უცხოელი დელეგაციები სტუმრობენ. სიახლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ ამიერიდან ყველა ქართველ და უცხოელ მეგობარს შევხვდებით სოხუმსა და ცხინვალში.

სამართლიანობამ უნდა იზეიმოს სწორედ ამ ქალაქებში. ეს დროც მალე მოვა - წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.