გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შიდა ქართლის რწმუნებულმა ყაზახეთის ელჩს უმასპინძლა

19-06-2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს. რწმუნებულმა ელჩს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა როგორც განხორციელებული, ისე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრის მიზანს საქართველოსა დაყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარება წარმოადგენდა. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ყაზახეთის ელჩი ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.