გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეა წულუკიანმა ბორჯომში მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

20-06-2021

ბორჯომში უმრავლესობის დეპუტატებისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიზნებსა და ხედვებზე, კერძოდ, სად იქნება სისტემა და განვითარების რა ნიშნულზე იქნება მაჩვენებელი 10 წლის შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით. მათ შორის თეატრების, მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტის, ფედერაციების, მასობრივი სპორტისა თუ ახალგაზრდობის კუთხით.

„ვფიქრობ, ასეთი გასვლები მნიშვნელოვანია, რადგან დეპუტატებს, როგორც ზედამხედველ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ეძლევათ საშუალება დეტალურად იცოდნენ რას საქმიანობს მთავრობა და თითოეულ მინისტრს დაუსვან ის შეკითხვები, რაც მათ აინტერესებთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბორჯომში მიმდინარე შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმები განიხილება.