გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საკანონმდებლო ცვლილებით სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი დგინდება

21-06-2021

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მეორე მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

აქამდე არსებული კანონმდებლობით შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდეგ, დასრულებული შენობის ექსპლოატაციაში მიღება, თუ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას გამოვლინდებოდა გარკვეული დარღვევები.

აღნიშნული ხელს უშლიდა ობიექტის მესაკუთრეებს თავისი შეხედულებით, დადგენილი წესის დაცვით გამოეყენებინათ კუთვნილი ფართი. წარმოდგენილი კანონპროექტი კი სწორედ ამის შესაძლებლობას აძლევს მშენებლებს. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, რომელთა ნებართვა 2020 წლის 18 აგვისტომდეა გაცემული.

აღნიშნული კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, მეორე მოსმენით, პარლმენტის წევრმა მაია ბითაძემ გააცნო კოლეგებს.

კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან საკითხის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, მაია ბითაძემ შესთავაზა დამსწრეთ, რომ გაიმართოს კონფერენცია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას და აღნიშნულ საკითხზე უფრო ფართო მსჯელობა გაიმართება.

„აღნიშნული კანონი არის მნიშვნელოვანია, რადგან ერთხელ და სამუდამოდ სადღაც უნდა გევლოს წითელი ხაზები. არ შეიძლება მშენებლობა დასრულებული შენობის ექსპლოატაციის საკითხი მუდმივად ასე ქაოსურად იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სადღაც გაკეთდეს ათვლის წერტილი", - განცხადა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.