გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე: უდიდესი უზნეობაა, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას პოლიტიკური ქულებისთვის იყენებ

22-06-2021

„ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა სოციალურ კოდექსზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული, ამაზე მუშაობა დავიწყეთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ნაკლები სივრცე დავტოვოთ სოციალური თემატიკით პოლიტიკური სპეკულაციისათვის, მე ვფიქრობ ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს, როცა საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას იყენებ პოლიტიკური ქულების დასაწერად

“ - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური კოდექსი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას ჭირდება, ასევე აუცილებლად პოლიტიკურ ჯგუფებს ჭირდებათ.

„იმიტომ, რომ პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქციონ და მრავალშვილიანი ოჯახები არ შეაწუხონ, მითუმეტეს იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინც მათ სტატუსი გაუუქმა და ეხლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან, ასევე არ შეაწუხონ ხანდაზმულები და ესტაფეტა არ გამართონ, რამდენი პოლიტიკური ჯგუფი, რამდენჯერ მეტ პენსიას შეთავაზებს, ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს სოციალურ კოდექსზე მუშაობა.

იმუშავეთ, ჩაერთეთ ამ პროცესში და ქვეყანა დალაგდება" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.