გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მსჯელობს

23-06-2021

პარლამენტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად მსჯელობს.

კანონპროექტით რეგულირდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხი.


„კანონპროექტის მიღებით, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების მესაკუთრეებს მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.


კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, რომლის თანახმად, თუ ობიექტი 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება მიმართოს თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ორგანოს, წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როს შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს განხილვის 6-თვიან პროცედურას.