გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რატი ბრეგაძე: იუსტიციის სახლის თანამშრომლების ხელფასები იზრდება

24-06-2021

იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გარდაბნის იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული გადწყვეტილების მხარდაჭერისათვის მადლობა გადუხადა.

„ამ შენობის უკან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა იმალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ამ კარგ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლები პანდემიის პირობებშიც მუხლჩაუხრელად აგრძელებდნენ შრომას ჩვენი მოსახლეობისათვის, რაც, ბუნებრივია, განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. ჩვენი თანამშრომლობის კეთილდღეობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს პირველი ივლისიდან გაეზრდებათ სახელფასო ანაზღაურება", –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

გარდაბნის იუსტიციის სახლი დღეს, 24 ივნისს, გაიხსნა. ის ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მისი ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ფილიალში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.