გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იუსტიციის მინისტრმა გარდაბანში იუსტიციის სახლი გახსნა

24-06-2021

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გარდაბანში 26-ე იუსტიციის სახლი გახსნა.

სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ.

ღონისძიებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


გარდაბნის იუსტიციის სახლი ქვემო ქართლის რეგიონში მე-4 ფილიალია, რომელმაც მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მასში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული – სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე წყვილებს საშუალებას აძლევს, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.


იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

გარდაბნის იუსტიციის სახლის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრია. იუსტიციის სახლები მომხმარებელს 450-ზე მეტ, საზოგადოებრივი ცენტრები კი 200-მდე სერვისს სთავაზობს.

არსებულ სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები" დაემატება. სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.

მომდევნო 2 წლის განმავლობაში საქართველოს კიდევ 6 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება.