გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი : პროგრამით „აწარმოე საქართველოში" დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს.

25-06-2021

პროგრამით „აწარმოე საქართველოში" დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.



„პროგრამით „აწარმოე საქართველოში" ჩვენი გეგმის მიხედვით დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია შეადგენს 6 მილიარდ ლარს.

მცირე და საშუალო ბიზნესის ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით, დაინერგება რეგიონალური მეწარმეობის ხელშეწყობის მექანიზმი, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში, „ბიზნეს ცენტრების" განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს.



„ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დადგა ბიზნესი პანდემიის შედეგად. როგორც ჩვენი ადმინისტრაციის პირველივე დღეებში განვაცხადეთ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიზნესის ეფექტურ და სწრაფ გაჯანსაღებას.



როგორც შეგპირდით, რეგულაციების შემსუბუქების და ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების პარალელურად, გაიზრდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების, როგორიცაა მაგალითად, „აწარმოე საქართველოში", არეალი და მასშტაბები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა იწყებს სრულიად ახალ ეტაპს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად.


„დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხი ხელმისაწვდომი გახდება თითქმის ყველა დარგის ბიზნესისათვის.

ამასთან, ჩვენ არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს დავაფინანსებთ, არამედ მოვახდენთ სესხის თანაგარანტირებასაც.
ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს და მეტ ბიზნესს გაუჩნდება ფინანსებზე წვდომა.



ამასთან, ჩვენ შემოგვაქვს თვისობრივად ახალი ფინანსური მექანიზმები იმპორტის ჩამნაცვლებელ და ექსპორტზე ორიენტირებული სექტორებისათვის; ასევე, სპეციალური პროგრამა აგრო და ეკო ტურისტული ობიექტების მხარდაჭერისათვის.

დამატებით საგრანტო მექანიზმებით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.