გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი, როგორც ქართველების, აფხაზების, ოსების, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის

25-06-2021

"ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი, როგორც ქართველების, აფხაზების, ოსების, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, ყველა სტუმრისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანის ერთიანი ძალისხმევით უნდა აშენდეს და უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამის ნიჭიც და პოტენციალიც. ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველო ისეთ ქვეყნად, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში ისწრაფოდნენ ჩვენი წინაპრები. ამისთვის ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში და გრძელვადიანი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერმა და ძლიერმა სახელმწიფომ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.