გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში კოორდინირებული სამხრივი სამუშაო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერიას, Egis International -ის, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი იმყოფებოდნენ.

შეხვედრის მიზანს საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო (კვაშხიეთი- ზუდალი) გზის მონაკვეთზე წარმოქმნილი პრობლემების დაძლევად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და დაგეგმილი სამუშაოების გაგრძელება წარმოადგენდა.

შეთანხმება შედგა და ამჟამად სამუშაოები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.