გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, შემოსავლების სამსახურში გადამხდელებთან შეხვედრები გაიმართა

25-06-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესის გაცნობის მიზნით, თბილისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტი პირველ ეტაპზე მიზნად ისახავს სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემულ ლიცენზიებზე მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის სრულყოფას. ამასთან, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს:

- ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას;
- გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივებას;
- შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზების დახვეწას;
- დეკლარირების პროცესში ტექნიკური შეცდომების შემცირებას;
- შემოსავლების სამსახურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას;
- სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების ეფექტიან გამოყენებას (მართვას).
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, მეწარმეებს ცვილელების შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწა მოსაკრებლის დეკლარირების სისტემა. კერძოდ, 2021 წლიდან, ცვლილების შედეგად გადასახადის გადამხდელს გაუმარტივდა დეკლარირების პროცესი და შესაძლებლობა მიეცა ერთი გაანგარიშებით შეასრულოს რამდენიმე ლიცენზიით განსაზღვრული ვალდებულება. ამასთან, ტექნიკური შეცდომების გამორიცხვის მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონულ პორტალზე, გადაამოწმონ მათ საკუთრებაში არსებული ლიცენზიების შესახებ ინფორმაცია და უზუსტობის შემთხვევაში მიმართონ - სსიპ ,,წიაღის ეროვნულ სააგენტოს“.

ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებლი გადაიხდება ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით , ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.


,,15 ივლისის სავადო თარიღიდან გადამხდელი ვერ შეძლებს გაანგარიშებაში ასახოს ათვისების გეგმით განსაზღვრულ მოსაკრებელზე ნაკლები ოდენობა. ამასთან, კანონმდებლობით განსაზღვრულ სავადო თარიღში დეკლარაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გადამხდელს, პროგრამულად არსებული მონაცემების საფუძველზე, დაერიცხება სავარაუდო მოსაკრებლის თანხა. ვალიდაციის შემუშავებული მექანიზმები შეამცირებს გაანგარიშების შევსებისას, მექანიკური შეცდომების დაშვებისა და გადასახადისგან (მოსაკრებლისგან) თავის არიდების რისკებს’’,- განაცხადა ზაზა თაბაგარმა.

შემოსავლების სამსახურში გამართულ ონლაინ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ სერვისების მიწოდებისა და აუქციონის ორგანიზების სამმართველოს უფროსი ირაკლი ქარჩავა, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის და ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.