გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

25-06-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველ მოადგილესთან სერგი ხიდეშლთან ერთად , გეგმიური სამუშაო შეხვედრა  შპს "იერი", შპს „ ცოტნე“, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ ორვო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, შპს „ ონის სერვის ჯგუფი“, შპს „ დელტამშენი“ და შპს „ ამბროლაურგზა 10“ წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო თემებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ბაღის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხზენ გამახვილდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.