გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მიერ ჩატარებული წარმატებული მედიაცია, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა - მანამდე ჩვენს ქვეყანას მსგავსი როლი არ შეუსრულებია

25-06-2021

ჩვენს მიერ ჩატარებული წარმატებულ მედიაცია, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა მანამდე ჩვენს ქვეყანას მსგავსი როლი არ შეუსრულებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც .წესი, ასეთი როლის შესრულება ეკისრება ტრადიციისამებრ დიდ სახელმწიფოებს და ეს არის ორივე ქვეყნის ლიდერების მხრიდან ნდობის გამოხატულება

„მე მინდა თქვენთვის განმარტება გავაკეთო კიდევ ერთხელ - რომ როცა მე ვიმყოფებოდი ბაქოში მაისის დასაწყისში, მაშინ მე მქონდა საუბარი პრეზიდენტ ალიევთან - ერთი კვირის შემდეგ ვიყავი სომხეთში და მაშინ წამოვიდა ინიციატივა, რომ საქართველოს შეესრულებინა გარკვეული მედიაციის როლი ამ პროცესში, ჩვენ ვიმუშავეთ ამის თაობაზე მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და წარმატებით დავაგვირგვინეთ აღნიშნული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა არის მისასალმებელი ფაქტი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა მანამდე ჩვენს ქვეყანას მსგავსი როლი არ შეუსრულებია. მოგეხსენებათ რომ ასეთი როლის შესრულება ეკისრება როგორც წესი, ტრადიციისამებრ დიდ სახელმწიფოებს. ეს არის ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების, ლიდერების მხრიდან ნდობის გამოხატულება და მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო და ჩემის მხრივ დავადასტურო კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა, რომ ამ პროცესში საქართველო კიდევ გააგრძელებს მედიაციის როლს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.