გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნება

3-04-2018

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, “საქართველოს რკინიგზა” მატარებლის დამატებით რეისებს დანიშნავს. რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს დამატებითი რეისი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით ინიშნება. კერძოდ, აღნიშნული დღეების განმავლობაში 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 საათზე გავა, სენაკში 13:08 საათზე ჩავა, სენაკიდან კი (#877) 19:45 საათზე გამოვა და თბილისში 23:59 საათზე იქნება.

რადიო "ათინათი"