გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: 2015 წლის ბოლოს, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან პირადად ჩემი მოლაპარაკების შედეგად, სოხუმისა და ცხინვალის ციხეებიდან გამოვიყვანეთ ჯამში 14 ადამიანი; კითხვა რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე, მე ეს გავაკეთე. თქვენ რა გააკეთეთ?

26-06-2021

აქ რამდენიმე კითხვა დაისვა, რას აკეთებს ხელისუფლება ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად; ომით, რომელიც თავიდან ვერ იქნა აცილებული, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20% და დააკანონეს ოკუპაცია მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად და ყველა ის პრობლემა, რომელიც მომდინარეობს - ბორდერიზაცია, ადამიანების გატაცებები, მათი ბრალეულობაა და მათი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ემ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად, ყველა დონეზე მუშაობთს, პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა შესაბამისი უწყება, რათა დროულად გათავისუფლდნენ გახელაძეც, ბებუაც და სხვა დაკავებული მოქალაქეებიც.

„მინდა, შეგახსენოთ და მოსახლეობას ვუთხრა, კარგად მოგეხსენებათ, ომის დროს ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები ჩატოვეს ცხინვალში, რომ არა პატრიარქი. პატრიარქი შებრძანდა. ამას გარდა, რუსეთის ფედერაციაში ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა ჩატოვეს ჩვენი დაზვერვის ოფიცრები. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ ისინი 2008-დან 2012 წლამდე. ჩვენი გმირები ჩატოვეს აბსოლუტურად უპატრონოდ. იმიტომ, რომ ისინი დაზვერვის ოფიცრები არიან, არ მაქვს უფლება, გვარები ვთქვა, მაგრამ ბატონ ირაკლი ბერაიას ვთხოვ, მოიწვიოს ნდობის ჯგუფი, დაიბაროთ დაზვერვის უფროსი. მე მაშინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ - პრემიერ-მინისტრი, როდესაც რუსეთიდან გამოვიყვანეთ მათ მიერ ჩატოვებული დაზვერვის ყველა ოფიცერი. ეს ერთი. მეორე - აქ წეღან აკო მინაშვილმა დამისვა კითხვა, ძალიან კარგია, რომ სხვების ტყვეები გავათავისუფლეთ და მედიატორის როლი შევასრულეთ, მაგრამ რას ვშვრებით ჩვენს მოქალაქეზეო. მათ მინდა, შევახსენო, ომის დროს, რამდენიმე ოფიცერი რუსეთში უმძიმეს პირობებში ჩატოვეს, ისინი ციმბირის ციხეებში იყვნენ, ფაქტებით გესაუბრებით. მეორე - ცხინვალში, ასევე მათ მიერ დაგეგმილი უაზრო ოპერაციების შედეგად ჩატოვებული ჩვენი სამხედროები და სპეცრაზმელები, ჩვენი მოქალაქეები ჩატოვეს სოხუმის ციხეში უმძიმეს პირობებში. 2015 წლის ბოლოს, პირადად მე მქონდა მოლაპარაკება იმ დროს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას და სრულად გამოუშვეს ჩვენი ყველა თანამოქალაქე, მათ შორის ოფიცრები სოხუმის ციხიდან, რომლებსაც ჰქონდათ მისჯილი 19-20-22 წელიწადი და 4 პატიმარი - ცხინვალის საპატიმროებიდან, ჯანში 14 ადამიანი. კითხვა რომ გაქვთ, მე რა გავაკეთე, მე ეს გავაკეთე. თქვენ რა გააკეთეთ? თქვენ ჩატოვეთ ჩვენი გმირი ოფიცრები რუსეთში, სოხუმში და ცხინვალში. ჩვენ მაქსიმალურად, ყველა დონეზე ვმუშაობთ, ჩართულია საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველა შესაბამისი უწყება, რომ გამოვიყვანთ ბატონ გახელაძეს, ბებუასაც და ყველას. ეს არის ჩვენი პასუხი" - განაცხადა პრემიერმა.