გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კომუნიკაციების კომისიამ „გამარჯობა რუბის" სწავლების მეთოდი ათი სკოლის მასწავლებელს გააცნო

28-06-2021

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების პროექტის „გამარჯობა რუბი" შესახებ მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ 10 სამიზნე სკოლის წარმომადგენელს ფინური წიგნებით სწავლების მეთოდი გააცნო. ეს ის სკოლებია, რომლებიც მედიაწიგნიერების პროექტში ჩაერთვებიან და მომავალში დაწყებითი კლასის მოსწავლეები პროგრამირებას, კომპიუტერული მეცნიერებებისა და კოდის წერის საწყისებს ისწავლიან.

შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტმა სანდრო ასათიანმა და გლდანის N71 სკოლის დირექტორმა პაატა ჩორგოლაშვილმა მიიღეს, რომლებმაც „გამარჯობა რუბის" მნიშვნელობაზე და წარმატებებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ „გამარჯობა რუბი" ქართულ ენაზე თარგმნა. ეს არის ფინური წიგნების სერია, რომელიც მიზნად ისახავს დაწყებითი კლასის ბავშვებში პროგრამირების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და კოდის წერის საწყისების დაუფლებას, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას. „გამარჯობა რუბი"-ს წიგნებით საქართველოს ხუთ სკოლაში, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ. 2020 წელს კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ დამატებით 3000 ახალი წიგნი დაბეჭდა.

კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა გამოკითხვა იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან, სადაც „გამარჯობა რუბით" სწავლება მიმდინარეობს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სწავლების შედეგები მაღალია ისევე, როგორც მოსწავლეების კმაყოფილების დონე. ფინური წიგნების სერიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისა და მოთხოვნის გამო, წიგნის ავტორის, ლინდა ლიუკასის სწავლების მეთოდოლოგიით კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მასწავლებლების გადამზადებას მომავალშიც განაგრძნობს.