გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამარ ოქროპირიძე: არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შეფასებები კრიტიკის ფარგლებს გასცდა და დესტრუქციული თავდასხმის სახე მიიღო

28-06-2021

"არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შეფასებები გასცდა ყოველგვარი კრიტიკის ფარგლებს და სასამართლო სისტემის მიმართ პირდაპირი იერიშისა და დესტრუქციული თავდასხმის სახე მიიღო "- ამის შესახებ მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს სასამართლოს დამოუკიდებლობას აზიანებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, დღეს, როდესაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, ჩვენ, თითოეული მოსამართლე, ვალდებულნი ვართ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა ოქროპირიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს იურიდიული კომიტეტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. ამ თემაზე დღეს საუბარი იქნება ბიუროს სხდომაზე. მოსამართლეთა 9-კაციანი სია ამ დრომდე განხილვის თემაა პარლამენტსა და მესამე სექტორში.