გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

28-06-2021

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ- პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ" ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ" ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, 10 ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.