გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანებამ ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები და ჩვენ დღესაც ვართ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი

28-06-2021

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც მე ძალიან დამწუხრებული როდესაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და მათ შორის, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას და ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ ჩვენ დღეს საქართველო და რა შეცდომები დავუშვით, მე ძალიან დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ, ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, მაშინ არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გაერთიანებამ მიაღწია და ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები, არიან ძლიერი სახელმწიფოები.

„რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც მე ძალიან დამწუხრებული როდესაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და მათ შორის, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას და ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ ჩვენ დღეს საქართველო და რა შეცდომები დავუშვით, მე ძალიან დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ, ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, მაშინ არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი. ამ გაერთიანებამ მიაღწია და ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები, არიან ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენ სად ვართ დღეს მეგობრებო, დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.