გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: „ლელომ“ სამუშაო ჯგუფის სულისკვეთება დაარღვია

29-06-2021

”საარჩევნო რეფორმა - ეს არის კონსესუსი პარტიებს შორის - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა მთავარი არხის თოქშოუში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმა მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი იყო, არა მხოლოდ შინაარსით, რომელიც თავის მხრივ ძალიან ბევრ პროცედურულ სიახლეს შეიცავს.

„საარჩევნო რეფორმა შეიცავს ისეთ საკითხებს, რომლებზეც დიდი ხანი იყო საუბარი და ახლა საბოლოო ჯამში მოხდა ამ საკითხებზე შეთანხმება. ისტორიულად იმ კუთხითაც რომ რამდენიმე პარტიამ საბოლოოდ ჯამში ერთობლივად მიიღო ეს კანონი, ამიტომაც ეს გახლავთ კონსესუსი, პარტიებს შორის“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ლელოს, პაპუაშვილის თქმით, ლელომ სამუშაო ჯგუფის სულისკვეთება დაარღვია და სამწუხაროა მათი პოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში გასაგებია, ისინი 19 აპრილის შეთანხმებასაც არ შეერთებიან და ამ კუთხით მათ ფორმალური პასუხისმგებლობაც არ ჰქონდათ აღებული, თუმცა ნახეთ რა მათი მონაწილეობა პროცესში, მე არგუმენტი ვეღარ ვნახე რატომ არ აძლევდა თუნდაც ნაციონალური მოძრაობა ხმას ამ პროექტს. რაც შეეხება ლელოს, ხშირად არის ხოლმე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, პოპულარული გახდა სიტყვა სულისკვეთება, სხვადასხვა სულისკვეთებაზე არის ხოლმე საუბარი, მათ შორის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაზე, ფურცლების სულისკვეთებაზე, თუკი სადმე სულისკვეთება იყო, სულისკვეთება იყო იმ სამუშაო ჯგუფში რომელიც იყო პარლამენტში, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის, სულისკვეთება იმის, რომ მოგვესმინა ერთმანეთის წუხილები და გაგვეზიარებინა ეს პროექტში. სწორედ ეს არის სამწუხარო რომ, ლელომ ეს სამუშაო ჯგუფის სულისკვეთება დაარღვია, მათ შორის ამითაც. პროცესში ჩანდა, რომ „ლელო“ იყო ის პარტია, რომელიც ყველაზე რთულად მონაწილეობდა ამ პროცესში და ძირითადად უფრო ქმნიდა სირთულეებს კონსესუსის მიღწევის გზაზე. მათ შორის დიალოგის დროს და ფასილიტაციის დროსაც, ლელოს ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია ჰქონდა, მათ შორის ცოტა შეთანხმების ჩაშლის. დღეს ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ ხმა არ მისცეს საარჩევნო რეფორმას. მათი ხელიდან ეს რეფორმა ჩავარდნილია ხომ? ჩვენ რომ მათი ხმები დაგვჭირვებოდა, ისინი არ მისცემდნენ, ეს რეფორმა მთლიანად ჩავარდებოდა. მათი ხელიდან ეს რეფორმა არ შედგა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.