გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, ტელესკოლა, „ბიბისიმ" 10 თვეში შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს

29-06-2021

„ტელესკოლა, მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, „ბიბისიმ" 10 თვეში შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს - თუ ეს ტელესკოლა ასეთი ტყუილი და ცარიელი პროექტი იყო, მაშინ გაუგებარია, ევროპას როგორ მოეწონა ან „ბიბისიმ" რატომ აირჩია და რატომ შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და პედაგოგებს პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქ მოვისმინეთ, რომ ხალხს ატყუებთო, მთელი პანდემიის განმავლობაში, ბავშვებს ატყუებთო, სინამდვილეში არაფერს არ ასწავლით ამ ტელესკოლითო. ჯერ, ეს არის თქვენი მადლობა პედაგოგების მისამართით, რომლებმაც მთელი წელიწადნახევარი ურთულეს პირობებში, კრიზისში იმუშავეს და თქვენ იცით, რომ ტელესკოლა, მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, 10 თვეში „ბიბისიმ" შემოიღო და შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს. თუ ეს ტელესკოლა ასეთი ტყუილი იყო და ცარიელი პროექტი იყო, მაშინ გაუგებარია, ევროპას როგორ მოეწონა ან „ბიბისიმ" რატომ აირჩია და რატომ შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, ვინც პანდემიის პირობებში მუშაობდნენ ინტერნეტ რეჟიმში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.